უკვე 20 წელია, FLOWERS.GE ქმნის თაიგულებს, რომლებიც არა მხოლოდ ლამაზია, არამედ ემოციას, სტილსა და ინდივიდუალობას გამოხატავს. თითოეული კომპოზიცია იქმნება განსაკუთრებული ყურადღებით დეტალების მიმართ და თანამედროვე ფლორისტიკის ტენდენციების სრული გათვალისწინებით.
ჩვენს ონლაინ სივრცეში წარმოდგენილია უნიკალური დიზაინის თაიგულები, რომლებიც იდეალურად ერგება როგორც მნიშვნელოვან მოვლენებს, ისე ყოველდღიურ სასიამოვნო სიურპრიზებს. შეკვეთა მარტივია, ხოლო მიწოდება ხორციელდება დროულად — დღე-ღამის ნებისმიერ დროს.
FLOWERS.GE აერთიანებს ონლაინ კომფორტსა და ფიზიკური სივრცის დახვეწილ ატმოსფეროს — ჩვენი მაღაზია მდებარეობს თბილისში, ირ. აბაშიძის 46-ში ბათუმში, მემედ აბაშიძის 36-ში და მზად არის, შეგიქმნათ განსაკუთრებული გამოცდილება ადგილზე ვიზიტისასაც.
2006 წლიდან ჩვენ ვქმნით ხარისხს, რომელიც დროს უძლებს — ვთანამედროვდებით, ვავითარებთ სტილს და ვთავაზობთ მომხმარებლებს გამორჩეულ, ხშირად ინდივიდუალურად შექმნილ ფლორისტიკულ ნამუშევრებს.
ჩვენი მომსახურებები მოიცავს:
* კორპორატიულ ფლორისტიკას
* საქორწილო გაფორმებას
* ღონისძიებების დეკორაციას
* ინტერიერის ფლორისტიკულ გადაწყვეტებს (ოფისები, რესტორნები, სასტუმროები)
* სამგლოვიარო კომპოზიციებს
FLOWERS.GE — როცა დეტალებს მნიშვნელობა აქვს,
გაგვანდეთ თქვენი ემოციები და ჩვენ მათ დახვეწილ ფორმას მივცემთ
კონფიდენციალურობა !
ჩვენ მიერ შეგროვებული პერსონალური ინფორმაცია გამოიყენება მხოლოდ შეკვეთის მიღებისა და მიწოდების მიზნით.
დამკვეთის მონაცემები არ გადაეცემა მესამე პირებს და ინახება უსაფრთხოდ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
თანხის დაბრუნების წესები და პირობები:
შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში, მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხა ბრუნდება სამი (3) სამუშაო დღის განმავლობაში, გადახდის განხორციელების იგივე მეთოდით.
თანხის დაბრუნება ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეკვეთა გაუქმებულია მის შესრულებამდე.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.


